გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების განვითარების სამუშაო ჯგუფთან ერთად განათლების კოალიციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

5-07-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, ზოგადი განათლების განვითარების სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, განათლების კოალიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

 

მინისტრისა და ზოგადი განათლების განვითარების სამუშაო ჯგუფის მიზანია, რომ განათლების რეფორმის პროცესში მაქსიმალურად ჩაერთოს ყველა ის ორგანიზაცია და ექსპერტი, რომლებიც მრავალი წელია განათლების სექტორში მოღვაწეობენ და ამ კუთხით დიდი გამოცდილება აქვთ დაგროვებული.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ზოგადი განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს, მათ შორის მხარეებმა სკოლების ავტონომიურობა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დახვეწა, სახელმძღვანელოების ხარისხი, სასკოლო ინფრასტრუქტურა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები განიხილეს. განათლების კოალიციის წარმომადგენლებმა გიორგი ამილახვარს აღნიშნული საკითხების შესახებ საკუთარი მოსაზრებები და იდეები გაუზიარეს.

 

თავის მხრივ, მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს ზოგადი  განათლების  განვითარების კუთხით სამინისტროში მიმდინარე პროცესები გააცნო და რეფორმის განხორციელებაში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაო ფორმატში შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.