გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

მიშა მშვილდაძის მიმართ ძალადობის ფაქტზე დაწყებულ საქმეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლად სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს

6-07-2023

„ფორმულას“ დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლად სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.


„მიხეილ მშვილდაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეს, რომელზეც გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს.


საქართველოს გენერალური პროკურორის დადგენილებით, სისხლის სამართლის საქმე, ამოღებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებიდან და გამოსაძიებლად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.


სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩაატარებს“, - ნათქვამია განცხადებაში.