| « ნოემბერი 2025 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
6-07-2023
„ბოლოს ბატონი დანილოვი, უშიშროების საბჭოს მდივანი: „დნესტრისპირეთი და საქართველო რომ „იყვნენ ახლა დაკავებულნი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებით, უკრაინისთვის ეს იქნებოდა ძალიან კარგი“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან საუბრისას განაცხადა.
გურამ მაჭარაშვილი საქართველოს ომში ჩართვის მცდელობას გამოეხმაურა და ციტირება მოახდინა იმ უკრაინელი მაღალჩინოსნების სიტყვებისა, რომლებიც აქტიურად ცდილობდნენ საქართველოს ომში ჩაბმას.
„ბატონი არისტოვიჩი: „ახლა არის ის დრო, როდესაც თქვენ უნდა შეხვიდეთ და დაიკავოთ აფხაზეთი და ოსეთი, იქ რუსის ჯარი აღარ არის, ვინც იყო, ყველა წავიდა.“ ბატონი გონჩარენკო: „ქართველებს მოენატრათ აფხაზეთი და ოსეთი, მათაც მოენატრათ ქართველები, ამიტომ ახლა არის დრო, რომ თქვენ იქ შეხვიდეთ.“ თავად ბატონი პოდოლიაკი: „ახლა არის დრო, როდესაც საქართველომ, როგორც რუსეთისგან ოკუპირებულმა ქვეყანამ, უნდა დაიკავოს აფხაზეთი.“ ბოლოს ბატონი დანილოვი, უშიშროების საბჭოს მდივანი, აგვირგვინებს ამ ყველაფერს და ამბობს: „დნესტრისპირეთი და საქართველო რომ „იყვნენ ახლა დაკავებულნი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებით, უკრაინისთვის ეს იქნებოდა ძალიან კარგი“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.