გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

კასპის მერი სოფელ ახალციხეში ხელოვნურსაფარიანი მოედნის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო

7-07-2023

კასპის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს.

 

სოფელ ახალციხეში ბეტონზე ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს აჩიკო გიგოლაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილთან და საკრებულოს სივრცითი, ტერიტორიული დაგეგმარებითი და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ილია ქამხაძესთან ერთად გაეცნო.

 

თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ მოედანზე განთავსდება ფეხბურთის კარი, კალათბურთის ფარები და მოეწყობა გარეგანათება.

 

როგორც ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა - სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება გაგრძელდება ვიდრე ის თანაბრად ხელმისაწვდომი არ გახდება ყველასთვის.

„გარდა ხელოვნურ საფარიანი მოედნებისა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორების მოწყობაც“ - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა.