გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ლევან ნიკოლეიშვილი: არ ვიცი რა ტაქტიკა აქვთ არჩეული მის უფლებადამცველებს, მაგრამ ბაჩიაშვილ გიორგის რა პოლიტიკური მრწამსი აქვს რის გამოც "დევნიან"- მემარცხენეა, მემარჯვენე თუ ცენტრისტი?

7-07-2023

„არ ვიცი რა ტაქტიკა აქვთ არჩეული მის უფლებადამცველებს, მაგრამ აი პირადად ბაჩიაშვილ გიორგის რა პოლიტიკური მრწამსი აქვს რის გამოც "დევნიან"?“- ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის უცხოელი ადვოკატების განცხადებას, რომლის თანახმად, ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ბრალდებების წარმოშობა არ არის დაფუძნებული რაიმე ფაქტობრივ დასკვნებზე და ბრალდება არის პოლიტიკური დევნის შედეგი.

 

„გიორგი ბაჩიაშვილის უცხოელმა ადვოკატებმა მედიას დაუგზავნეს განცხადება, ჩვენს კლიენტს "პოლიტიკური მრწამსის გამო დევნიანო"... და კიდევ ათასი სისულელე.

 

მე არ ვიცი რა ტაქტიკა აქვთ არჩეული მის უფლებადამცველებს, მაგრამ აი პირადად ბაჩიაშვილ გიორგის რა პოლიტიკური მრწამსი აქვს რის გამოც "დევნიან"? მემარცხენეა, მემარჯვენე თუ ცენტრისტი? ისე ხომ არ უნდა მოიქცე ადამიანი, ისეთი სისულელე არ უნდა ილაპარაკო, რომ მთელი ქვეყანა შენ დაგცინოდეს? რუსეთის მოქალაქე ყოფილა და რუსულად ვეტყვი - тоже мне политик“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.