გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საქართველოს პატრიარქი: კონსტიტუცია უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა პარტიებს

24-08-2018

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის განცხადებით, კონსტიტუცია აუცილებლად ხალხს უნდა ემსახურებოდეს და არა რომელიმე პარტიას. უწმინდესი იმედოვნებს, რომ კონსტიტუცია დროთა განმავლობაში კიდევ უფრო სრულყოფილი გახდება. 
ამის შესახებ განცხადება საქართველოს პატრიარქმა კონსტიტუციის ახალი რედაქციის პრეზენტაციაზე ყოფნისას გააკეთა. 

"დღეს არის კონსტიტუციის დღე. ძველი რომაელები ამბობდნენ, მკაცრია კანონი, მაგრამ კანონია და ჩვენ უნდა ვისწავლოთ კონსტიტუციის სივრცეში ცხოვრება. კონსტიტუცია უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა პარტიებს. ვფიქრობ, თანდათან სრულყოფილი გახდება ჩვენი კონსტიტუცია. ღმერთმა დალოცოს საქართველო და ჩვენი კონსტიტუცია", - განაცხადა პატრიარქმა.