გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს მუშაობას უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე

8-07-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ ვორქშოფში, რომელიც უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის ცვლილებას მიეძღვნა. მინისტრმა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ერთად, დაფინანსების ახალი მოდელის დეტალები განიხილა და მისი განხორციელების გზებზე იმსჯელა.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მსოფლიო ბანკთან ერთად, აქტიურად მუშაობს უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის შექმნასა და დანერგვაზე, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.

 

უმაღლესი განათლების  დაფინანსების მოდელზე მუშაობა მსოფლიო ბანკის პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი - საქართველო I2Q” ფარგლებში მიმდინარეობს და ის თანხვედრაშია უმაღლესი განათლების ეროვნულ მიზნებთან და სტრატეგიულ პრიორიტეტებთან.