გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კასპის მერი ათენიდან დაბრუნებულ საყმაწვილო თეატრის „ფარდის მიღმა“ წევრებს შეხვდა

8-07-2023

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ათენიდან დაბრუნებულ საყმაწვილო თეატრის „ფარდის მიღმა“ წევრებს შეხვდნენ.

 

საყმაწვილო თეატრის „ფარდის მიღმა“ (ხელმძღვანელი ეკატერინე ქვრივიშვილი), რომელიც კასპის კულტურის ცენტრში ერთი წლის წინ ჩამოყალიბდა, ათენში საერთაშორისო ფესტივალ ,,დიონისე-2023''-ზე იყო მიწვეული.

 

ფესტივალზე თეატრმა ვაჟა-ფშაველას შემოქმედების მოტივებზე შექმნილი თეატრალურ-ლიტერატურული კომპოზიცია „სამშობლოს არვის წავართმევთ, ჩვენც ნურვინ შეგვეცილება“ წარადგინა.

 

გასტროლზე სპექტაკლმა დიდი მოწონება დაიმსახურა. ამასთან ერთად კი სპექტაკლში მონაწილე სალომე გვრიტიშვილს პერსონალური ჯილდო გადაეცა, ხოლო ყველა მონაწილეს საპატიო სიგელები.

 

ვახტანგ მაისურაძემ და შოთა ბეგლარაშვილმა თეატრის დასის წევრებსა და სამხატვრო ხელმძღვანელს სამომავლო წარმატებები უსურვეს და სამომავლოდ მხარდაჭერა აღუთქვეს.