გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

სალომე ზურაბიშვილი ხელმოწერების შეგროვებას ქუთაისში განაგრძობს

26-08-2018

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი ხელმოწერების კამპანიის ფარგლებში ქუთაისში ჩავიდა.

ქუთაისში სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები ცენტრალურ პარკში შეიკრიბნენ და მხარდაჭერა ხელმოწერებით გამოხატეს.

სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისში რეგიონალური განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა, ხაზი გაუსვა ქუთაისის როლს, როგორც ქვეყნის ისტორიაში ასევე დღევანდელობაში. მისი თქმით, აუცილებელია სრულად მოხდეს ქუთაისის პოტენციალის გამოყენება, რადგან ქუთაისი უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის კულტურის დროშა, როგორც იყო მაშინ, როცა საქართველო იყო ძლიერი სახელმწიფო.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი ხელმოწერების შეგროვებას კიდევ 13 ქალაქში გეგმავს, რის შემდეგაც საარჩევნო კამპანია მომდევნო ფაზაში გადავა.