გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ლატარია: თითქოს წესად იქცა, როგორც კი შეგედავება პროკურატურა - ოპოზიცია ვიყავი და მაგიტომო, ვერსად ვნახე ბაჩიაშვილის პოზიციები სადმე ეწეროს

10-07-2023

მეც ძალიან, ძალიან ბევრი ვეძიე და მართლა ვერანაირი განცხადება ვნახე, სადაც რაიმე მხრივ პოლიტიკაზე არის საუბარი, - ამის შესახებ ექსპერტი ირაკლი ლატარია გიორგი ბაჩიაშვილის უცხოელი ადვოკატის იმ განცხადების საპასუხოდ წერს, სადაც აღნიშნულია, რომ ბაჩიაშვილი მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო გახდა თავდასხმის ობიექტი.

 

ლატარიას თქმით, კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ ბაჩიაშვილს პოლიტიკური სახის განცხადება საჯაროდ არსად გაუკეთებია, შესაბამისად, მისი ადვოკატის პოზიცია გაუგებარია.

 

“მეც ძალიან, ძალიან ბევრი ვეძიე და მართლა ვერანაირი განცხადება ვნახე, სადაც რაიმე მხრივ პოლიტიკაზე არის საუბარი. თითქოს წესად იქცა, როგორც კი შეგედავება პროკურატურა - ეგრევე ოპოზიცია ვიყავი და მაგიტომო... არადა, მართლა ვერსად ვნახე ბაჩიაშვილის პოზიციები სადმე ეწეროს... ადვოკატის არ მიკვირს, მისი საქმეა დაიცვას კლიენტი მაგრამ თუ განცხადება არ არსებობს, მაშინ რაზე საუბრობს იგი..? ბოდვა ნუ!” - წერს ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.