გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

„მთელი ევროპიდან საქართველოში Top კომპანიები ჩამოვიყვანეთ. ვფიქრობ კარგ შედეგს მივიღებთ“- m&i ფორუმის ბიზნეს განვითარების დირექტორი

10-07-2023

m&i საერთაშორისო ფორუმის ორგანიზატორები თბილისში გამართულ მასშტაბურ ღონისძიებას დადებითად აფასებენ. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ფორუმს უმასპინძლა, სადაც დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან 60-მდე გაყიდვების მსხვილი კომპანია მონაწილეობდა. 


 „ჩვენ ძალიან დიდი შრომა გავწიეთ რომ ეს ფორუმი ჩატარებულიყო საქართველოში, რომელიც ძალიან ბევრისათვის საყვარელი ტურისტული მიმართულებაა. ამ ფორუმს დიდი ხნის წინ ვგეგმავდით. მთელი ევროპიდან საქართველოში Top კომპანიები ჩამოვიყვანეთ. ვფიქრობ კარგ შედეგს მივიღებთ. ჩვენ უკვე ვიხილეთ თუ როგორი თბილი მასპინძლობა იციან საქართველოში და იმედი გვაქვს საქართველოში ისევ დავბრუნდებით,“-განაცხადა  m&i ფორუმის ბიზნეს განვითარების დირექტორმა ფარუ ჰაშიმოვმა.


საქმიანი ტურიზმის სფეროში მასშტაბური ფორუმი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით ჩატარდა.

ფორუმის მიზანია  საქართველოში მსხვილი  საერთაშორისო კონფერენციების,  კონგრესებისა და სხვა ტიპის ღონისძიებების გამართვა.