გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გარდაცვლილი ანი იანუშაიტიტეს დედა ტელეკომპანია „ფორმულას“: გრცხვენოდეთ, ჩემი პატარა შვილით რომ გინდათ რეიტინგის აწევა

10-07-2023

ნატო ხუტაშვილი, გარდაცვლილი ანი იანუშაიტიტეს დედა, ტელეკომპანია "ფორმულას" მიერ მომზადებულ სიუჟეტს, სადაც საუბარია კაცზე, „რომელიც სავარაუდო მკვლელის ვიდეოს ინახავდა და საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა“, სოციალურ ქსელში ეხმაურება.


როგორც გარდაცვლილი გოგონას დედა აღნიშნავს, გიორგი ბეგლარიშვილი არ ფლობდა არანაირ ვიდეოს და აღნიშნული ისტორია „ფორმულას“ მიერ არის შეთხზული.


მისივე თქმით, ბეგლარიშვილის გარდაცვალებას არანაირი კავშირი არ აქვს ანი იანუშაიტიტეს საქმესთან.


„ძალიან გთხოვთ ყურადღებით წაიკითხეთ და გააზიარეთ. ეს გადაცემა არის ტყუილზე აწყობილი და ასეთი გადაცემების კეთება სირცხვილია. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას გიორგი ბეგლარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით,უბრალოდ მინდა განვმარტო რომ გიორგის გარდაცვალება არანაირ კავშირში არ არის ჩემი შვილის საქმესთან, გიორგი პირადად დამიკავშირდა რამდენიმე თვის წინ და მითხრა რომ შეეძლო კამერების გასუფთავება რაზეც ჩვენ უარი განვუცხადეთ, იგი არანაირ ვიდეოს არ ფლობდა სადაც ნაჩვენებია მკვლელი ეს არის ტყუილი და Formula • ფორმულა მიერ შეთხზული ისტორია! გრცხვენოდეთ ჩემი პატარა შვილით რომ გინდათ რეიტინგის აწევა,გრცხვენოდეთ.“ - წერს ნატო ხუტაშვილი Facebook-ზე.