გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

m&i ფორუმი უნიკალური შესაძლებლობაა ქართული ბიზნეს სექტორისთვის პროდუქტებისა და სერვისის წარმოსაჩენად-სალომე ბეთანიშვილი

10-07-2023

აღმოაჩინე საქართველო m&i-სთან ერთად- ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებულ საერთაშორისო ფორუმს კერძო სექტორის წარმომადგენლები ეხმაურებიან. ფორუმის ფარგლებში საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ გაყიდვების უმსხვილესს ევროპულ კომპანიებთან საქმიანი ურთიერთობები დაემყარებინათ და თანამშრომლობა დაეგეგმათ.


„m&i-ის ფორუმი რომელსაც საქართველომ უმასპინძლა აერთიანებს ტურიზმის დარგის პროფესიონალებს. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ქართული ბიზნეს სექტორისთვის რომ წარმოაჩინონ თავიანთი პროდუქტები და სერვისები ფართო აუდიტორიის წინაშე, შექმნან ახალი შესაძლებლობები ქვეყნის პოპულარიზაციისთვის.ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩამოსული სტუმრები ეცნობიან საქართველოს როგორც სტრატეგიული მდებარეობის ქვეყანას მათი პროექტებისათვის.  ეს ფორუმი ჩვენთვის ქმნის შესაძლებლობას მოვიზიდოთ რაც შეიძლება მეტი ბიზნესი საქართველოში, ხელი შევუწყოთ ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას და ასევე ხელი შევუწყოთ საზღვრებს გარეთ საქართველოს ცნობადობის გაზრდას“,-აცხადებს BTL Georgia-ს წარმომადგენელი სალომე ბეთანიშვილი.


საქმიანი ტურიზმის სფეროში მასშტაბური ფორუმი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით ჩატარდა.   ღონისძიებაში ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი 60-მდე გაყიდვების კომპანია იყო წარმოდგენილი.