გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

უშგულში კოშკიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

26-08-2018

უშგულში კოშკიდან გადმოვარდნილი 19 წლის ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისათვის სტაბილურია. ღუდუშაურის კლინიკის ექიმის, ლიკა ჯაჯანიძის განცხადებით, პაციენტს ყველა საჭირო გამოკვლევა ჩაუტარდა. მისივე თქმით, ბიჭს ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდა და ამ ეტაპისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 
"პაციენტი მოყვანილია ჩვენს კლინიკაში. მას აქ ჩაუტარდა ყველა საჭირო ლაბორატორიული დიაგნოსტიკური კვლევა და გაეწია კონსულტაციები. ამ ეტაპისათვის ოპერაციული ჩარევა საჭირო არაა. პაციენტი შემდგომი მკურნალობისთვის სტაციონალის ნეიროქირურგიულ განყოფილებაში თავსდება"-განაცხადა ექიმმა. 
შეგახსენებთ, უშგულში 19 წლის ბიჭი კოშკიდან გუშინ გადმოვარდა. ახალგაზრდა საგანგებო სიტუაცუების მართვის სამსახურმა ვერტმფრენით თბილისში გადმოიყვანა.