გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: ბაჩიაშვილის ადვოკატი ცდილობს საქმის პოლიტიზებას, ეს არასწორია, საქმე უკავშირდება სავარაუდოდ დანაშაულს და უნდა იყოს განხილული სამართლებრივ ჭრილში

11-07-2023

ბაჩიაშვილის საქმე უკავშირდება სავარაუდოდ დანაშაულს და უნდა იყოს განხილული სამართლებრივ ჭრილში - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, როდესაც ადვოკატი იქითა მხარეს ცდილობს ამ საკითხის პოლიტიზებას, მიზანი ჩანს, რაც არასწორია.

 

„ამ თემას ვერ ჩავუღმავდები. ხედავთ, რომ ადვოკატი იქითა მხარეს ცდილობს ამ საკითხის პოლიტიზებას, აქედან გამომდინარე, მიზანი ჩანს, რაც არის არასწორი. ეს არის კონკრეტული საქმე, რომელიც უკავშირდება სავარაუდოდ დანაშაულს და ეს საქმე უნდა იყოს განხილული სამართლებრივ ჭრილში. როდესაც ბაჩიაშვილის ადვოკატი ცდილობს ამ საქმის პოლიტიზებას, ეს არის არასწორი. ჩვენ ამაში ჩვენს წვლილს ვერ შევიტანთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.