გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ლევან ნიკოლეიშვილი სერგო ჩიხლაძეზე: ერთი დღე, რომ რამე სისულელე არ თქვან, ვინმე ქუჩაში თუ ცნობს მაინც?

14-07-2023

ეს ვინ არის? პოლიტიკოსია თუ სჯერა, რომ პოლიტიკოსია? კახი კალაძეს ეზომება თუ ეტოლება? ნეტა რამე გაუკეთებია ცხოვრებაში? -  წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, სერგო ჩიხლაძის შესახებ სოციალურ ქსელში.

 

ნიკოლეიშვილი გამოეხმაურა ჩიხლაძის იმ განცხადებას, რომლითაც მან თბილისის მერს, კახა კალაძეს მოუწოდა, ნუ დაწვრილმანდება და თქვას, რომ "ქართული ოცნება" 2048 წლამდე იქნება ხელისუფლებაში.

 

ექსპერტის თქმით, სწორედ ოპოზიციაა დაწვრილმანებული, რაც საარჩევნოდ კიდევ უფრო ნათელი გახდება.

 

"ეს ვინ არის? პოლიტიკოსია თუ სჯერა, რომ პოლიტიკოსია? კახი კალაძეს ეზომება თუ ეტოლება? ნეტა რამე გაუკეთებია ცხოვრებაში? ერთი დღე, რომ რამე სისულელე არ თქვან (იმ რამესაც, ხომ გააჩნია რას იტყვის!) ვინმე ქუჩაში თუ ცნობს მაინც? კახი კალაძეს, ჯერ როგორც დიდ ფეხბურთელს უკრავდნენ ტაშს, და ახლა როგორც ქალაქის მერს! დაწვრილმანებული კი ოპოზიციაა, განსაკუთრებით ის პარტია რომელსაც ეს სუბიექტი წარმოადგენს! ამათი დაწვრილმანება კი მერე ნახეთ საარჩევნოდ!" - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.