გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

სოფელ სამთავისში ვანო გამხიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა

14-07-2023

სოფელ სამთავისში, კასპში ჭიდაობის ისტორიაში გამორჩეული და ტიტულოვანი მოჭიდავის ვანო გამხიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა.

 

წონითი კატეგორიების მიხედვით ტურნირში კასპელმა მოჭიდავეებმა წარმატებებს მიაღწიეს:

 

პირველი ადგილი ალეკო ხიზამბარელმა და თორნიკე გორჯოლაძემ,

 

მეორე ადგილი ლუკა მღებრიშვილმა და ლადო უხურგუნაშვილმა,

 

ხოლო მესამე ადგილი თემურ გოგრიჭიანმა მოიპოვეს.

 

გამარჯვებულებს ფასიანი საჩუქრები, მედლები და სიგელები გადაეცათ.

 

XX საუკუნის საუკეთესო ქართველ სამბისტად აღიარებული, ევროპის ოთხგზის ჩემპიონი ავტოკატასტროფაში დაიღუპა, წელს მას 50 წელი შეუსრულდებოდა. ვანო გამხიტაშვილი სამთავისის ტაძრის ეზოშია დაკრძალული.

 

ტურნირი ვანო გამხიტაშვილის სახელობის საჭიდაო არენაზე - ქართული ჭიდაობის ერონული ფედერაციის ინიციატივითა და კასპის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.