გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ამირან სალუქვაძე: საოცრებაა, არჩევნების შედეგების გამყლაბებელი ISFED-ი, ახალგაზრდებთან შეხვედრებს მართავს

14-07-2023

"არჩევნების ჭრილში დეზინფორმაციის გავრცელების შესახებ”- არჩევნებს ვინც აყალბებს, ევროპულობას რა სინდისით იბრალებენ? ექსპერტი ამირან სალუქვაძე სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ორგანიზებით ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრას ეხმიანება, სადაც შეხვედრის ძირითადი თემა იყო სოციალურ მედიაში წარმოებული პროპაგანდისტული კამპანიები, საინფორმაციო მანიპულაციები და არჩევნების ჭრილში დეზინფორმაციის გავრცელება.

 

 როგორც სალუქვაძე წერს, ბოდიშიც არ მოუხდიათ გაყალბების გამო. ამათ ვის რა უნდა წაუკითხონ?! არჩევნებს ვინც აყალბებს, ევროპულობას რა სინდისით იბრალებენ?

 

“საოცრებაა. არჩევნების შედეგების გამყლაბებელი ISFED-ი, რომელმაც პარალელური დათვლა გააყალბა, ახალგაზრდებთან შეხვედრებს მართავს "არჩევნების ჭრილში დეზინფორმაციის გავრცელების შესახებ." ბოდიშიც არ მოუხდიათ გაყალბების გამო. არადა, ამათი ყალბი დათვლის თანახმად არჩევნების შედეგებს აპროტესტებდა ოპოზიცია. რევოლუციური სცენარის ნაწილი იყო. ამათ ვის რა უნდა წაუკითხონ?! ამათ დამაბრალეს ანტი-ევროპული პროპაგანდა, ეს მართლა ანტი-ევროპულები. არჩევნებს ვინც აყალბებს, ევროპულობას რა სინდისით იბრალებენ? ახლა ალბათ გაყალბების ახალ ტექნოლოგიებს ამუშავებენ, მაგრამ დათვლას ვერ მოასწრებენ, ამოურტყამენ ქვითარს”- წერს სალუქვაძე სოციალურ ქსელში.