გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

რატი ბრეგაძე: მივმართავ თხოვნით საგარეო საქმეთა მინისტრს, მოისმინოს საელჩოს პოზიცია მსჯავრდებულ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის დროს მომხდარ ინციდენტზე

14-07-2023

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მიმართავს თხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროს, პოლონელი ექიმის მიერ მიხეილ სააკაშვილის ნიმუშის მალულად გატანის მცდელობაზე პოლონეთის საელჩოს პოზიცია მოისმინოს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.


„მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული და კანონმდებლობასთან შეუთავსებელი ქმედებებისგან. გამომდინარე იქიდან, რომ პოლონეთის საელჩო ჩართული იყო ექიმების ჩამოყვანის პროცესში და იყო მათი რეკომენდატორი, საგარეო საქმეთა მინისტრს მივმართავ თხოვნით, რომ მოისმინოს საელჩოს პოზიცია აღნიშნულ ინციდენტზე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.


მინისტრმა განმარტა, რომ ერთ-ერთი პოლონელი ექიმი „ვივა-მედიდან“ ნიმუშის გატანას მალულად, ფეხსაცმლით ცდილობდა, მიუხედავად იმისა, რომ მედიკოსებს მიეცათ ოფიციალური წესით აღებული ნიმუშის გატანის უფლება:


„ნიმუშის აღების შემდეგ ის ოფიციალურად უნდა დაილუქოს – არსებობს შესაბამისი წესები და ის არ უნდა განთავსდეს წინდაში. ასეთი, რბილად რომ ვთქვათ, არაეთიკური ქმედების მიზანი რა იყო, პირადად ჩემთვის სრულიად გაუგებარია“.