გალში ტურას ნაკბენით ქალი გარდაიცვალა
27-08-2018

65 წლის როზა გოგოხიას გარდაცვალებაში ოჯახი ზუგდიდისა და ქუთაისის კლინიკების ექიმებს ადანაშაულებს. ქალი გალის რაიონის სოფელ თაგილონში ტურამ დაკბინა. მომხდარიდან მალევე, მას პირველადი დახმარება ზუგდიდში აღმოუჩინეს, თუმცა, ოჯახის მტკიცებით, ექიმებმა მისთვის ანტირაბიული საშუალების გაკეთება საჭიროდ არ ჩათვალეს და საოპერაციოდ ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში გაგზავნეს.
როზა გოგოხიას ქუთაისის კლინიკაში, ოჯახის მტკიცებით, ჭრილობაზე ნაკერები დაადეს და ტეტანუსის აცრა გაუკეთეს. გოგოხიები ამტკიცებენ, რომ თხოვნის მიუხედავად, ექიმებმა პრეპარატ “იმუნოგლობულინის” გაკეთება საჭიროდ არ ჩათვალეს და ოჯახი დაარწმუნეს რომ, ანტირაბიული საშუალება სხვა გართულებებს გამოიწვევდა, რომელთა თავიდან ასაცილებლადაც ოჯახმა პრეპარატზე უარი ექიმების მოთხოვნის საფუძველზე წერილობით დაადასტურა.
ქუთაისის კლინიკის დატოვების შემდეგ 65 წლის ქალის მდგომარეობა დამძიმდა და ოჯახის მოთხოვნის საფუძველზე, მას კლინიკაში “იმუნოგლობულინი” მხოლოდ მეექვსე დღეს გაუკეთეს, თუმცა, როგორც ჩანს, დაგვიანებით. ოჯახი ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებს.
"თრიალეთი"

26-02-2026

30-01-2026

26-01-2026

25-01-2026

25-01-2026

18-01-2026

17-01-2026

16-01-2026

3-01-2026

2-01-2026

17-07-2020

15-07-2020