გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ანაკლიის მუსიკალური ფესტივალიდან საავადმყოფოში კიდევ ორი ახალგაზრდა გადაიყვანეს

27-08-2018

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ანაკლიის ელექტრონული მუსიკის ფესტივალიდან ორი ახალგაზრდა გადაიყვანეს.
მათ გარდა გუშინ სამედიცინო დაწესებულებაში კიდევ რამდენიმე ადამიანი მოხვდა.
„ანაკლიის ტერიტორიიდან დღეს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 112-ის ბრიგადის მიერ შემოყვანილია სულ 8 პაციენტი, აქედან 4 კვებითი ინტოქსიკაციით, სამი ალკოჰოლური ინტოქსიკაციით და ერთი ჭრილობით შუბლის არეში. ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გაეწიათ სათანადო დახმარება“- განაცხადა ექიმმა.