გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნიკოლოზ სამხარაძე ურუგვაის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

16-07-2023

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ურუგვაის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს სებასტიან ანდუხარს შეხვდა.

 

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის პირველ ოფიციალურ ვიზიტზე ურუგვაიში და აღნიშნეს, რომ ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და ურუგვაის შორის საპარლამენტო დონეზე არსებული კარგი პოლიტიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას.

 

შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და სავაჭრო-ეკონომიკურ, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაუსვეს რეფორმების თვალსაზრისით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

 

„ურუგვაის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ დაინტერესებული არიან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების გაფართოებით და მათთვის საინტერესო იქნებოდა საქართველოსთან ამ მიმართულებით მუშაობა“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

შეხვედრაზე, ნიკოლოზ სამხარაძემ მადლობა გადაუხადა დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ურუგვაი გამოხატავს საქართველოს მიმართ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში, რაც ასევე გამოიხატება საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციების მხარდაჭერაში.

 

როგორც ურუგვაის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარემ აღნიშნა, ურუგვაის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ არის ურყევი და მომავალშიც გაგრძელდება. მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის მაღალ დონეზე ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობაზე.

 

ნიკოლოზ სამხარაძემ ურუგვაის საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.