გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გურამ მაჭარაშვილი მიხეილ სააკაშვილის შესახებ: კონტეინერით შემოაპარეს და ახლა წინდებით უნდოდათ, ალბათ, „ვივამედიდან“ ნაწილ-ნაწილ გაეპარებინათ

17-07-2023

„კლოუნადას წერტილი დაუსვა პოლონელმა ექიმმა, რომელსაც წინდებით სააკაშვილი ნაწილ-ნაწილ გაჰქონდა „ვივამედიდან“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

 

მისი თქმით, სააკაშვილი ქვეყანაში კონტეინერით შემოპარვის შემდეგ ახლა „ვივამედიდან“ წინდებით ნაწილ-ნაწილ გაპარვას ცდილობს.

 

„კონტეინერით შემოაპარეს და ახლა წინდებით უნდოდათ, ალბათ, „ვივამედიდან“ ნაწილ-ნაწილ გაეპარებინათ სააკაშვილი. თუ გაიტანენ ბიოლოგიურ ნიმუშს, შეიძლება, იქ სააკაშვილი აღარ დარჩეს. სტრასბურგის სასამართლომ თეორიულად და პრაქტიკულად დაადასტურა, რომ არ კვდება, მან უნდა იკვებოს და მოიხადოს სასჯელი, მაგრამ ამ შემთხვევაში იმ კლოუნადას წერტილი დაუსვა პოლონელმა ექიმმა, რომელიც წინდებით სააკაშვილი ნაწილ-ნაწილ გაჰქონდა „ვივამედიდან“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.