გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საკარმიდამო ნაკვეთებში ფერომონების დამონტაჟება იწყება

27-08-2018

აბაშაში, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა შეხვედრა, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტოსა და შტაბის წარმომადგენლებთან ერთად სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონების სოფლის რწმუნებულები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს მავნებელთან ბრძოლის შემდეგი ეტაპი, რომელიც საკარმიდამო ნაკვეთებში მოსაზიდი ფერომონების დამონტაჟებას და მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით წამლობის დაგეგმვას გულისხმობს.

"მოზამთრე ფაზაში მავნებელი ინაცვლებს საცხოვრებელ სახლებში, რაც მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ფერომონების დამონტაჟება საკარმიდამო ნაკვეთებში, იმისათვის, რომ ზუსტად განისაზღვროს ბრძოლის ღონისძიებების არეალი და მაქსიმალურად შემცირდეს მავნებლის რიცხოვნობა", - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ მესხმა.

სექტემბრიდან დაიწყება თერმული ნისლით წამლობის შემდეგი ეტაპი, რომელიც მოზამთრე ფაზის დაწყებამდე გაგრძელდება.

ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა მიმდინარე წლის აპრილიდან დღემდე 27 მუნიციპალიტეტის 523 სოფელში ჩატარდა. თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 433 450 ათასი ჰექტარი, სატრაქტორე აგრეგატით - 32 ათასამდე ჰექტარი საყანე ფართობი, "მოიზიდე და გაანადგურე" სადგურების გამოყენებით (ცივი შესხურებით) – 55 ათასზე მეტი ჰექტარი; დიდი წარმადობის აეროზოლური გენერატორით - 11 391 ჰა.