გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

თამთა მეგრელიშვილი: „აჭარანეტმა“ განათავსა მულტფილმი, რომელიც პირდაპირ LGBTQ პროპაგანდაა, მოვითხოვ, საიტიდან აიღოს, საჭიროა საკანონმდებლო დონეზე ამ უმსგავსობის პროპაგანდა აიკრძალოს

17-07-2023

„აჭარანეტმა“ გადათარგმნა და თავის პლატფორმაზე განათავსა მულტფილმი, რომელიც პირდაპირ LGBTQ პროპაგანდაა რაც დაუშვებელი და მიუღებელია! მოვითხოვ აჭარანეტმა დროულად მიიღოს სათანადო ზომები, უმსგავსობის პროპაგანდას შეეშვას და ეს მასალა საკუთარი საიტიდან აიღოს!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი წერს.

 

თამთა მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ საჭიროა საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდეს ეს საკითხი და ამ უმსგავსობის პროპაგანდა აიკრძალოს.

 

„აჭარანეტმა გადათარგმნა და თავის პლატფორმაზე განათავსა მულტფილმი, რომელიც პირდაპირ LGBTQ პროპაგანდაა რაც დაუშვებელი და მიუღებელია! მოვითხოვ აჭარანეტმა დროულად მიიღოს სათანადო ზომები, უმსგავსობის პროპაგანდას შეეშვას და ეს მასალა საკუთარი საიტიდან აიღოს! უფლებები ორმხრივი პასუხისმგებლობაა და არავის აქვს უფლება საკუთარი ცხოვრების წესი ვინმეს თავს მოახვიოს, მაგრამ როცა საქმე მომავალ თაობას ეხება მათი დაცვა უფლებებითვე გარანტირებული სიკეთეა! არ ვიღებთ უმსგავსობის პროპაგანდას და ამ აზრს შეეგუეთ! მინაწერი: საჭიროა, საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდეს ეს საკითხი და ამ უმსგავსობის პროპაგანდა აიკრძალოს! კანონი უნდა მივიღოთ!“ - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.