გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არ ეშვებიან ბინძურ კამპანიას, ამ ნაძირლობას საკანონმდებლო დონეზე რეგულაცია თუ უშველის - ზურაბ ქადაგიძე „აჭარანეტზე“ განთავსებულ ლგბტ პროპაგანდის შემცველ ანიმაციურ ფილმზე

17-07-2023

„არ ეშვებიან ბინძურ კამპანიას, ამ ნაძირლობას საკანონმდებლო დონეზე რეგულაცია თუ უშველის, სხვა გზა არ რჩება“, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „აჭარანეტზე“ განთავსებულ ლგბტ პროპაგანდის შემცველ ანიმაციურ ფილმს.

 

მისი თქმით, ყველანაირ საშუალებას იყენებენ, რომ ქართულ საზოგადოებას ეს სრულიად ამორალური პროპაგანდა შეასაღონ.

 

„არ ეშვებიან ამ ბინძურ კამპანიას… „აჭარანეტმა“ საკუთარ პლატფორმაზე თარგმნა და განათავსა ლგბტ პროპაგანდის შემცველი მულტფილმი. ყველანაირ საშუალებას იყენებენ, რომ რამენაირად შემოასაღონ ქართულ საზოგადოებას ეს სრულიად ამორალური პროპაგანდა! მას შემდეგ, რაც ღია ფესტივალები და მარშები ჩაუვარდათ, ახალი სტრატეგია აირჩიეს - ირიბად ცდილობენ შემოსაღებას! მოკლედ, ამ ნაძირლობას საკანონმდებლო დონეზე რეგულაცია თუ უშველის, სხვა გზა არ რჩება!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.