გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

სარესტავრაციო ლაბორატორიაში აჭარის მუზეუმის რამდენიმე ხატს კონსერვაცია ჩაუტარდა

18-07-2023

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის სარესტავრაციო ლაბორატორიაში გაიწმინდა, დაზიანებები აღმოიფხვრა, ფერები აღდგა და კონსერვაცია ჩაუტარდა აჭარის მუზეუმის რამდენიმე ხატს.

 

ხატები რელიეფურია, დამზადებულია თაბაშირის საფუძველზე, ზომით თანაბარია (108- 82 სმ.) და შინაარსობრივად იესო ქრისტეს ჯვარცმის პროცესს ასახავს. ხატები კათოლიკური ხასიათისაა. აქვს ქართულენოვანი წარწერები: „იესოს მესამედ დაცემა ჯვრის ქვეშ.“, „იესოს მიმსჭვალვა ჯვარზედ“.

 

საკონსერვაციო სამუშაოები განახორციელა მხატვარ-რესტავრატორმა გიორგი ბოლქვაძემ.