გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს შეხვდა

18-07-2023

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს საქართველოში ლესლი ლამს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.


შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და მირზა გელაშვილი.


მინისტრმა ADB-ის რეგიონულ დირექტორს მიულოცა ახალ პოზიციაზე დანიშვნა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა ბანკთან კვლავ აქტიურად გაგრძელდება.


მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები და ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები.


ხაზი გაესვა 2024 წლის მაისში, აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობას.