გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ვატო შაქარიშვილი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის გვერდზე ლობისტური კომპანიის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე: ევროპარლამენტის რეზოლუციაა იაფად, ჩავწერთ ყველაფერს, რაც თქვენ გულს გაუხარდება! თეთრს - შავად გამოვაცხადებთ!

19-07-2023

საზოგადოებრივი მოძრაობის “საქართველო უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, გიული ალასანიას და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის საქმიანობის შესახებ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

მისი განცხადებით, ამერიკული ლობისტური კომპანიის მიერ გადახდილი თანხით, ევროპარლამენტარები ჯალათს მსხვერპლად, ქველმოქმედს კი შურისმაძიებლად წარმოაჩენენ.

 

“აბაა ევროპარლამენტის რეზოლუციაა იაფად! ჩავწერთ ყველაფერს, რაც თქვენ გულს გაუხარდება! თეთრს - შავად გამოვაცხადებთ! ჯალათზე დავწერთ, რომ მსხვერპლია და ქველმოქმედზე ვიტყვით, რომ შურისმაძიებელია! იმასაც კი ჩავწერთ, რასაც თქვენი ფანტაზია ვერ გასწვდება! მოდი ამერიკული ლობისტური კომპანიის კონტრაქტით და მიიღე ფასდაკლება! 308 €პარლამენტარი უყოყმანოდ დააჭერს მწვანე ღილაკს ხელს! ბონუსად ვიოლა ფონ კრამონსაც გამოვაგზავნით საქართველოში, რომელიც მთლიანად თქვენს განკარგულებაში იქნება! ის ხომ ყველაფერზე “სპასობნია!” იყიდეთ, იყიდეთ, ჩქარა თორემ… იყიდეთ ჩქარა თორემ… იშლებაა… თავზე გვენგრევა…” - წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.