გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

„სადახლოზე“ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

28-08-2018


საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, არადეკლარირებული საქონლის, კერძოდ ოქროს ნაკეთობების, საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის რ.მ.-ს კუთვნილი ხელბარგების დათვალიერებისას, ოქროს ნივთები (საერთო წონა 166,47 გრამი) აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 10,075.06  ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, შეეფარდა ფულადი ჯარიმა, 10,075.06 ლარის ოდენობით.