გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თამარ ჩიბურდანიძე: საინტერესოა, რამდენი გადაუხადეს იმ 44 ევროპარლამენტარს საქართველოს ღირსების შელახვისთვის? ფაქტია, ევროპაში კორუფცია ყვავის

20-07-2023

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ მორიგ ინფორმაციას განცხადებით ეხმაურება.

 

როგორც თამარ ჩიბურდანიძე წერს, აუცილებელია გამოძიების დაწყება იმ 44 ევროპარლამენტარის წინააღმდეგ, რომლებმაც ამერიკიდან, სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის მიერ დაწერილ რეზოლუციას ხელი მოაწერეს.


„ვფიქრობ, აუცილებელია გამოძიების დაწყება იმ 44 ევროპარლამენტარის წინააღმდეგ, რომლებმაც ამერიკიდან, სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის მიერ დაწერილ რეზოლუციას ხელი მოაწერეს და საქართველოს მთავრობას ღია მიმართვა გამოუგზავნეს.


მათ შელახეს ჩვენი სახელმწიფოს სახელი და იმიჯი საერთაშორისო დონეზე და ამისთვის პასუხი უნდა მოეთხოვოთ. აბა, ვინმეს გაეკეთებინა მსგავსი რამ მათი ქვეყნების წინააღმდეგ, რა მკაცრად მოსთხოვდნენ პასუხს? ამერიკიდან გავიგეთ, რომ ევროპარლამენტარების ქმედება სხვისგან იყო ნაკარნახები, რაშიც დიდი ოდენობით ფულია გადახდილი.


ანუ, იმ ევროპის პოლიტიკოსები, რომლებიც ჩვენთვის მაგალითი და მისაბაძი უნდა იყვნენ, ხელს აწერენ სხვისგან პოლიტიკური მიზნით შეკვეთილ, წინასწარ დაწერილ რეზოლუციას და მიზანმიმართულად ანადგურებენ საქართველოს სახელს. ამის შემდეგ გამოვლენ და ჩვენთვის დემოკრატიის პრინციპების სწავლებას დაიწყებენ. სირცხვილია!


დასაგმობია და პასუხია მოსათხოვი ყველასთვის, ვინც მსგავს ანტიდემოკრატიულ, უზნეო ქმედებას ჩაიდენს! და მაინც, საინტერესოა, რამდენი გადაუხადეს იმ 44 ევროპარლამენტარს საქართველოს ღირსების შელახვისთვის? ფაქტია, ევროპაში კორუფცია ყვავის“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.