გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შპს „ეკე 2009-ში" აღებული ირანული წარმოების კარაქის ნიმუშებში ლისტერია არ გამოვლინდა

25-07-2023

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორების ჯგუფებმა შპს „ეკე 2009-ში" არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს.


სააგენტოს ზედამხედველობით ჩატარდა ბიზნესოპერატორის მიერ იმპორტირებული ირანული წარმოების კარაქის ნიმუშების კვლევა პათოგენური მიკროორგანიზმის - Listeria monocytogenes  შემცველობაზე. კვლევის შედეგად დარღვევა არ გამოვლინდა.


სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა შპს „ეკე 2009"  შპს „ათინათის" (ქ. ქუთაისი, სულხან-საბას ქუჩა №14) ნედლი რძის გადამამუშავებელი საწარმოდან აღებულ კარაქის ნიმუშებში პათოგენური მიკროორგანიზმის Listeria monocytogenes გამოვლენის შემდეგ (https://nfa.gov.ge/Ge/News/Details/465), მიკვლევადობის პრინციპის გათვალისწინებით, არაგეგმურად  შეამოწმეს.