გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ონის სოფელ ხეითში სტიქიით დაზიანებული საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულდა

25-07-2023

დასრულდა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეითში სტიქიის შედეგად დაზიანებული საავტომობილო ხიდის მშენებლობა.

 

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოებისთვის დაფინანსება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის გამოიყო, რომლის სახელშეკრულებო თანხამ 164 000 ლარი შეადგინა.

 

მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, მერმა - სერგი ხიდეშელმა, მოადგილესთან - ლევან შერაზადიშვილთან ერთად, ადგილზე მოინახულა სოფ. ხეითში დასრულებული პროექტი და განაცხადა, რომ მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებაზე ზრუნვა, მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, ონის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტს წარმოადგენს.