გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

26-07-2023

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.


„სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ეხმიანება სოციალურ ქსელებში აქტიურად გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას თავდაცვის ძალების ყოფილ სამხედრო მოსამსახურე მიხეილ ამაღლობელთან დაკავშირებით, თითქოს სამინისტრომ სამსახურებრივ ვითარებაში დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეს არ აღმოუჩინა სათანადო დახმარება.


საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ აღნიშნული პირი 2007 წლიდან დათხოვნილია თავდაცვის ძალებიდან და არ მსახურობს თავდაცვის ძალებში. მას ჯარში ყოფნის პერიოდში, სამსახურებრივ ვითარებაში არ მიუღია არანაირი დაზიანება.


აქედან გამომდინარე, ვთხოვთ ყველას, თავი შეიკავონ მცდარი და ინსტიტუციისთვის დამაზიანებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. თავდაცვის სამინისტრო კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებს და ასრულებს ყველა ვალდებულებას სამხედრო მოსამსახურეების მიმართ“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.