გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბექა დავითულიანი ნიკა მელიაზე: როცა სრულიად გაუგებრად გადაირჩიეს, ნაცმოძრაობაში მის ადგილას ბევრი სხვა აღარ გაჩერდებოდა

27-07-2023

თუ ვისაუბრებთ იმ თვალსაზრისით, თავმოყვარეობასთან რამდენად არის თავსებადი მისი ფუნქცია “ნაციონალურ მოძრაობაში”, მე მგონი, მან უკვე დაადასტურა პირველივე დღეს, როცა კორექტულად რომ ვთქვა, სრულიად გაუგებრად გადაირჩიეს. იქ მის ადგილას ბევრი სხვა აღარ გაჩერდებოდა, - ასე უპასუხა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა შეკითხვას იმის შესახებ, თუ რატომ რჩება ნიკა მელია “ნაციონალურ მოძრაობაში”, პარტიის მენეჯმენტთან არსებული დაპირისპირების ფონზე.

 

როგორც დავითულიანმა განმარტა, “ნაციონალური მოძრაობა” ისეთი პოლიტიკური დაჯგუფებაა, რომლიდან გამოსული ადამიანიც სხვა კონტექსტში ვერ ახერხებს ოპერირებას. შესაბამისად, მისი თქმით, დაპირისპირების მიუხედავად, მელიაც სწორედ ამიტომ რჩება პარტიაში.

 

“როგორც ჩანს “ნაციონალური მოძრაობა” არის ის დაჯგუფება, სადაც ისეთია ვირუსი, რომ მის ფარგლებს გარეთ ოპერირება ადამიანს, პოლიტიკოსს აღარ შეუძლიაროცა იქ არის ნამყოფი. “ნაციონალური მოძრაობა” ნამდვილად არის პოლიტიკური კეთროვანების ორგანიზაცია, რომლიდან გამოსული ადამიანიც სხვა კონტექსტში უბრალოდ ვეღარ არსებობს როგორც პოლიტიკოსი.” - განაცხადა ბექა დავითულიანმა.