გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ეკა სეფაშვილი: ვაშაძის ვითომდა „აღმშენებლობის“, რეალურად კი „დაღმაშენებლობის“ სტრატეგიამ შედეგი არ მოიტანა... ასე რომ იგი ისევ უბრუნდება თავის ბუნებრივ წიაღს

28-07-2023

„ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა, მედიასთან ოპოზიციის გეგმებზე ისაუბრა.


როგორც სეფაშვილი აღნიშნავს, გიორგი ვაშაძის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანება ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ საქართველოში მოხდეს არეულობა და გაიხსნას მეორე ფრონტი.


„ვაშაძის გაერთიანება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ რა თქმა უნდა, ეს მისი წინასაარჩევნო სტრატეგიაა. მისი ვითომდა „აღმშენებლობას“, რეალურად კი „დაღმაშენებლობის“ სტრატეგიამ შედეგი არ მოიტანა. იგი არის ჩვეულებრივი, რიგითი წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, რომელიც მათი ნარატივის განხორციელებას ცდილობს. ნარატივი კი არის, ის რომ საქართველოში შეიქმნას არეულობა. საქართველოში მოხდეს მეორე ფრონტის გახსნა. ასე რომ იგი ისევ უბრუნდება, ალბათ ფინანსური ინტერესის, ან პარტიის შიგნით პოლიტიკური კინკლაობის გამო თავის ბუნებრივ წიაღს“, - განაცხადა სეფაშვილმა.