გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

პაატა მანჯგალაძე: შეუძლებელია ორ ბატონთან ერთდროულად მეგობრობა, ან ამერიკას უნდა ემეგობრო, ან ჩინეთს, რა მოიფიქრა ღარიბაშვილმა ასეთი, რომ ორივესთან აპირებს მეგობრობას, გაუგებარია

30-07-2023

შეუძლებელია ორ ბატონთან ერთდროულად მეგობრობა, ან ამერიკას უნდა ემეგობრო, ან ჩინეთს. რა მოიფიქრა ღარიბაშვილმა ასეთი, რომ ორივესთან აპირებს მეგობრობას, ჩემთვის გაუგებარია - ამის შესახებ „სტრატეგია აღაშენებლის“ ერთერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, როცა პრემიერი სტრატეგიულ ხელშეკრულებას უნდა აღრმავებდეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, აზიაში დარბის.

 

„როცა პრემიერი სტრატეგიულ ხელშეკრულებას უნდა აღრმავებდეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, აზიაში დარბის. გასაგებია, რუსეთს ყველაფერი ჯობია, მაგრამ ვფიქრობ, შეუძლებელია ორ ბატონთან ერთდროულად მეგობრობა. ან ამერიკას უნდა ემეგობრო, ან ჩინეთს.

 

რა მოიფიქრა ღარიბაშვილმა ასეთი, რომ ორივესთან აპირებს მეგობრობას, ჩემთვის გაუგებარია. რუსეთში რომ არ გარბის და რუსეთთან რომ არ დებს სტრატეგიულ ხელშეკრულებას, ეს უნდა ჩავთვალოთ ამ ეტაპზე დიდ პროგრესად ღარიბაშვილის მხრიდან“,- განაცხადა მანჯგალაძემ.