გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზაალ ანჯაფარიძე დავით დარჩიაშვილზე: მათი "მორალი" სრულიად განსხვავებულია ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის მორალისგან, რაღაც უცხო სხეულები არიან ჩვენს გარემოში

30-07-2023

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, როინ შავაძის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი დეპუტატის, დავით დარჩიაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში აფასებს.

 

ანჯაფარიძის თქმით, დარჩიაშვილის მოსაზრება, რომ “სტრასბურგის სასამართლოს ვერ აუხსნი მიზეზებს თუ რატომ მოკლეს შავაძე, მისი გადმოსახედიდან მკვლელობაა მთავარი და სასამართლო ყორღანაშვილსაც დაიცავდა”, სწრაფ დეგრადაციაზე მეტყველებს.

 

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ამგვარი განცხადებები ადასტურებს, რომ მგავსი “მორალის” მქონე ადამიანები, ქართული საზოგადოებისთვის უცხო სხეულები არიან.

 

“ფეისბუქში ბევრი ატრიალებს ნაცების ექსდეპუტატის, ეხლა კი ილიაუნის პროფესორის დავით დარჩიაშვილის ამაზრზენ სტატუსს როინ შავაძეზე. მე განზრახ არ გავაზიარებ. დედაარსი ასეთია: იმსახურებდა მოკვლასო. მოკლედ, მთელი ამ შემადგენლობის სწრაფი დეგრადაცია მიდის. მათი "მორალი" სრულიად განსხვავებულია ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის მორალისგან და ასე მგონია მართლა რაღაც უცხო სხეულები არიან ჩვენს გარემოში”, - წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.