გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

პროექტ „დიდგორელების“ გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა

31-07-2023

საგანმანათლებლო პროექტის „დიდგორელის“ დახურვის ღონისძიება პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.


„პროექტში გამოვლენილი გამარჯვებული გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსწავლეები და პედაგოგები საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.


გრიგოლ გიორგაძემ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ახალგაზრდა თაობაში ცოდნისა და განათლების, ასევე საგანმანათლებლო პროექტების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. პირველი ადგილის მფლობელს მან სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. მონაწილეებს კი, პროექტის ავტორებისა და მხარდამჭერებისგან წიგნები, მედალიონები და სერტიფიკატები გადაეცათ.


„დიდგორელი“ 2019 წელს დაარსდა და მოსწავლე ახალგაზრდობის საქართველოს ისტორიით დაინტერესებას ისახავს მიზნად. შიდასასკოლო ტურებიდან ფინალის ჩათვლით, პროექტში 2000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მოსწავლეებს საგანმანათლებლო ტურებში მონაწილეობის შესაძლებლობაც ჰქონდათ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.