გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კასპში, სააკაძის ქუჩაზე ასფალტის მეორე ფენა იგება

2-08-2023

ქალაქ კასპში, სააკაძის ქუჩაზე ასფალტის მეორე ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.

 

დასრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ადგილზე გაეცნენ.

 

ქუჩაზე უკვე მოეწყო რკინა-ბეტონის კიუვეტები, ეზოში შესასვლელები და საფეხმავლოები.

 

587 გრძივ მეტრ ქუჩაზე, სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჩაგელა“ ახორციელებს.

 

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით 577 776 ლარის ფარგლებში ხორციელდება.

 

ქუჩის აღნიშნული მონაკეთი ასფალტირებული არასოდეს ყოფილა, ორფენიანი ასფალტის დაგების შემდეგ ადგილობრივები მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურით შეძლებენ სარგებლობას.