გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სოფელ ცედანთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ავიაცია ჩაერთო

30-08-2018

ხაშურში, სოფელ ცედანთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ავიაცია ჩაერთო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის  შალვა ხუციშვილის განცხადებით ამ ეტაპისთვის ცეცხლის ორი აქტიური კერაა დარჩენილი, თუმცა ძლიერი ქარის გამო ხანძრის სრული ლოკალიზაცია ვერ ხერხდება.

მისივე თქმით,  ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენიც ჩაერთო და ამ დროისათვის ცეცხლის ფართო მასშტაბზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

„შემცირებულია ცეცხლის კერების რაოდენობა, რამდენიმე კერა ლიკვიდირებულიცაა. ამ ეტაპზე ორი აქტიური კერაა, სადაც ლოკალიზაციის სამუშაოები მიმდინარეობს. იმის გამო, რომ ქარი სწრაფად იცვლის მიმართულებას, სრულ ლოკალიზაციას ვერ ვახერხებთ, მაგრამ საკმაოდ დიდი ცოცხალი ძალა და ტექნიკაა მობილიზებული, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ცეცხლის ფართო მასშტაბზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს. იმისთვის, რომ მეხანძრეებსაც გავუფრთხილდეთ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ჩაერთოს ვერტმფრენი, რომ ხანძრის ლიკვიდაცია დღესვე მოხერხდეს“- განაცხადა ხუციშვილმა.