| « იანვარი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | |||
| 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
| 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
| 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
| 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
3-08-2023
„ტრამპის წარმომადგენლებს არ უღიარებიათ არც გაყალბება და არც გაყალბებული ინფორმაციის დამალვა, ხოლო ISFED-ის შემთხვევაში ხელმძღვანელობამ აღიარა როგორც ხმების დათვლის გაყალბება, ასევე გაყალბებული ინფორმაციის დამალვა“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ტრამპისგან განსხვავებით, გამოძიებას ISFED-სთვის ბრალის დასამტკიცებლად დიდი ძალისხმევა არ დასჭირდება, რადგან ხელთ აქვს მტკიცებულება აღიარების სახით.
„ბრალდებები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ტრამპის შემთხვევაში დასამტკიცებელია, ხოლო ISFED-ის შემთხვევაში - საჯარო აღიარების შედეგად უკვე დამტკიცებულია. ტრამპის წარმომადგენლებს არ უღიარებიათ არც გაყალბება და არც გაყალბებული ინფორმაციის დამალვა, ხოლო ISFED-ის შემთხვევაში ხელმძღვანელობამ აღიარა როგორც ხმების დათვლის გაყალბება, ასევე გაყალბებული ინფორმაციის დამალვა. ISFED-ის შემთხვევაში გამოძიებისთვის ძალიან მარტივია იმის დამტკიცება, რომ გაყალბებულია არჩევნები, და ინფორმაციაა დამალული, ხოლო ტრამპის შემთხვევაში - ჯერჯერობით გამოძიებას დასამტკიცებელი აქვს ამ ბრალდების სისწორე და მტკიცებულებები არის მოსაპოვებელი“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.