გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ლევან დავითაშვილი: ეს თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა, იმედს გამოვთქვამ, რომ მსხვერპლის რაოდენობა აღარ გაიზრდება

4-08-2023

ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი შოვში 3 აგვისტოს მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს. 


„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ რაჭაში სტიქიური უბედურებისას ადამიანების დაღუპვის გამო... პირადად ჩემი და სამინისტროს თანამშრომელთა სახელით ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს, მთელ საქართველოს - ეს თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა! იმედს გამოვთქვამ, რომ მსხვერპლის რაოდენობა აღარ გაიზრდება, ამისთვის სამაშველო სამსახურები ამ წუთებშიც დაუღალავად მუშაობენ... ასევე ვიმედოვნებ, რომ ყველა, ვინც ჯერ კიდევ სტიქიის ზონაშია და დახმარებას ელის, ან კონტაქტზე ვერ გამოდის, უვნებლები დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს“, - აცხადებს ლევან დავითაშვილი.