გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

თავდაცვის სამინისტრო: შემუშავდა სპეციალური გეგმა, რომლის მიხედვითაც საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სამხედროები სტიქიის ზონაში რამდენიმე გასაშლელ ხიდს მოაწყობენ

5-08-2023

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად გვიან ღამემდე იმყოფებოდა სტიქიის ზონაში.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობა სტიქიის ეპიცენტრში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.


„შემუშავდა სპეციალური გეგმა, რომლის მიხედვითაც საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სამხედროები სტიქიის ზონაში რამდენიმე გასაშლელ ხიდს მოაწყობენ. თავდაცვის მინისტრთან ერთად სტიქიის ეპიცენტრში იმყოფებოდნენ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი ზურა აზარაშვილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.