გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ზუგდიდში გარემოვაჭრე ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებს

31-08-2018

ზუგდიდში გარემოვაჭრე, მარინა ფარულავა, ზუგდიდის მერიის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს აანონსებს.


"ადმინისტრაციული წესით დამაკავეს, დავიწყებ ფართომასშტაბიან აქციებს, "-განაცხადა ფარულავამ.


თვითმხილველების განცხადებით, პოლიციამ მარინა ფარულავას გარევაჭრობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რასაც ის არ დაემორჩილა. მათივე თქმით, პოლიციელებმა დაკავებისას ძალას გადაამეტეს. 

"პოლიციელები იყვნენ მოსულები, რომლებმაც უთხრეს ფარულავას, რომ ის გაფრთხილებული იყო, არ ევაჭრა. სამართალდამცველებმა ქალს თმაზე ხელი მოჰკიდეს და მანქანაში ისე შეიყვანეს,"-განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილვევლმა.


გარემოვაჭრე ადმინისტრაციული წესის დარღვევისთვის 30 აგვისტოს დააკავეს. დაკითხვის დროს ქალმა თვითდაზიანებები მიიყენა. 
ზუგდიდში გარევაჭრობა იანვარში აიკრძალა.