გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

თამთა მეგრელიშვილი გიგა მაქარაშვილს: კახი კალაძე არის იქ, სადაც ქვეყანას უჭირს, ანუ შოვში... ფეხბურთი მან ითამაშოს ამ უმძიმეს დროს, ვისაც უნდა

6-08-2023

ახლა მივმართავ გიგა მაქარიანს - ცნობილ თაღლითს და უკრაინაში, ომის მიმდინარეობისას ხელის მომთბობ ნაძირალას - შე უჯიშო, შე მართლა რუსის ნათრევო, რა დროს ფეხბურთია? დააკვირდი კარგად, სად არის კახი კალაძე! არის იქ, სადაც საქართველოს უჭირს, ანუ შოვში - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, მოძრაობა “სირცხვილიას“ აქტივისტის გიგა მაქარაშვილის facebook - სტატუს, სადაც მაქარაშვილი აღნიშნავს რომ უკრაინის მხარდამჭერ მატჩზე თბილისის მერი კახა კალაძე არ იმყოფებოდა.


„ახლა მივმართავ გიგა მაქარიანს - ცნობილ თაღლითს და უკრაინაში, ომის მიმდინარეობისას ხელის მომთბობ ნაძირალას - შე უჯიშო, შე მართლა რუსის ნათრევო, რა დროს ფეხბურთია? დააკვირდი კარგად, სად არის კახი კალაძე! არის იქ, სადაც საქართველოს უჭირს, ანუ შოვში. ფეხბურთი იმან ითამაშოს ამ უმძიმეს დროს, ვისაც უნდა. შენ კი უკანასკნელ ნაძირალად დარჩები მუდამ!“ - წერს მეგრელიშვილი facebook - ზე.