გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ზურაბ ქადაგიძე: ამ წუთებში, როდესაც მთელი საქართველო სტიქიის დროს დაღუპულ ადამიანებს გლოვობს და უწყვეტად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, მთელი აჭარის "ნაცმოძრაობა", თბილისიდან ჩასული ნაცების თანხლებით "მეგრულ-ლაზურ" რესტორანში ქეიფობს

7-08-2023

ზუსტად ამ წუთებში, როდესაც მთელი საქართველო შოვში, დამანგრეველი სტიქიის დროს დაღუპულ ადამიანებს გლოვობს და როდესაც, 24 საათიან რეჟიმში უწყვეტად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, მთელი აჭარის "ნაცმოძრაობა", მათ შორის თბილისიდან ჩასული ნაცების თანხლებით "მეგრულ-ლაზურ" რესტორანში ქეიფობენ, - წერს “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

 

მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ამავე პარტიის მხარდამჭერის შვილის ქორწილს აღნიშნავენ.

 

“ზუსტად ამ წუთებში, როდესაც მთელი საქართველო შოვში, დამანგრეველი სტიქიის დროს დაღუპულ ადამიანებს გლოვობს და როდესაც, 24 საათიან რეჟიმში უწყვეტად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, მთელი აჭარის "ნაცმოძრაობა", მათ შორის თბილისიდან ჩასული ნაცების თანხლებით "მეგრულ-ლაზურ" რესტორანში ქეიფობენ.

 

დიახ, მთელი კოჰორტა შეკრებილა და ნაცების აქტიური მხარდამჭერის, ლევან ანთაძის შვილის ქორწილს აღნიშნავენ... იმდენიც კი არ იკადრეს, რომ ტაშ-ფანდური გადაედოთ ამ უმძიმესი ტრაგედიის ფონზე, არადა ზუსტად ვიცი, "ოცნების" რომელიმე წევრს სადმე საჭმელი რომ ეჭამა, ნაცზონდერები ციმბირს უკან დაატოვებინებდნენ...” - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.