გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

მატარებელი ზესტაფონთან მსხვილფეხა პირუტყვს შეეჯახა

31-08-2018

ფოთიდან თბილისისკენ მიმავალი მატარებელი არგვეთა-აჯამეთის მონაკვეთზე მსხვილფეხა პირუტყვს შეეჯახა, რის გამოც რამდენიმე ვაგონში ელექტრო-ენერგიის მიწოდება შეწყდა.

მატარებელში გამოირთო კონდიცირების სისტემაც.
საქართველოს რკინიგზის ფილიალ მგზავრთა გადაყვანის დირექტორის მოადგილის ხარიტონ შალამბერიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მატარებელი ალტერნატიულ წყაროზე გადავიდა, მოძრაობა განახლდა.


" არგვეთა-აჯამეთის გადასახვევზე მოხდა საქონელზე შეჯახება, რის გამოც გათიშული იყო კონდიციონერი. მატარებელს ელექტროენერგია აკუმულატორებით მიწეოდებოდა. მატარებელი 18 წუთი იყო გაჩერებული, გადაიყვანეს სარეზერვო ფორმებზე. ახლა მატარებელი აბსოლუტურად მწყობრშია,"-განაცხადა შალამბერიძემ.