გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გლოვის დღესთან დაკავშირებით თავდაცვის უწყებაში სახელმწიფო დროშები დაეშვა

7-08-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებთ, კურორტ შოვში სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა. აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი განკარგულება გამოიცა. გლოვის დღესთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ადმინისტრაციულ შენობებზე, ასევე საქართველოს მასშტაბით განთავსებულ სამხედრო ბაზებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.


საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და შესაბამისად, თავდაცვის უწყების ადმინისტრაციულ შენობებსა და სამხედრო ქვედანაყოფებში სახელმწიფო დროშები დაშვებული იქნება 9 აგვისტოს 00:00 საათამდე.


საქართველოს მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღეა 8 აგვისტოც - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად.