| « ნოემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | ||||||
7-08-2023
ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე, "ნაციონალური მოძრაობის" პროპაგანდისტის, ბექა კოკაიას მიერ გამოქვეყნებულ იმ პოსტს ეხმიანება, სადაც ის აცხადებს, რომ ომი 7 აგვისტოს დაიწყო, ხოლო "ქართული ოცნება" რუსული პროექტია.
გვენეტაძე, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წლის 9 აგვისტოს გამოცემული აქტის "სქრინს" აქვეყნებს და კოკაიას მოუწოდებს, ყოფილი პრეზიდენტის მიერ გამოცემული ბრძანება წაიკითხოს, სადაც წერია, რომ 8 აგვისტოს, როკის გვირაბის გავლით, რუსეთიდან საქართველოში ასეულობით სამხედრო პირი და ტექნიკა შემოვიდა.
"ნაცმოძრაობის პროპაგანდისტი, LGBTQ აქტივისტი ბექა კოკაია წერს, რომ ომი დაიწყო 7 აგვისტოს და ამ ფაქტს მოაყოლებს, რომ "ქართული ოცნება" არის რუსული პროექტი. ქვემოთ მოყვანილი მეორე სქრინი სააკაშვილის მიერ, 9 აგვისტოს გამოცემული აქტია, სადაც მიშა წერს, რომ რუსები საქართველოში 8 აგვისტოს შემოვიდნენ. ბექა, შვილო, შენი ბელადის მიერ გამოცემული ბრძანებები მაინც წაიკითხე, სხვა დროს რომ მსგავს უხერხულ მდგომარეობაში რომ არ აღმოჩნდე." - წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე.